ალექსანდრე მოწერელია - სწორედ პარლამენტშია სერიოზული ასპარეზი, ვიმუშაოთ რეგიონული პოლიტიკის და ადგილობრივი თვითმმართველობების გასაძლიერებლად
ალექსანდრე მოწერელია - სწორედ პარლამენტშია სერიოზული ასპარეზი, ვიმუშაოთ რეგიონული პოლიტიკის და ადგილობრივი თვითმმართველობების გასაძლიერებლად

აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია აცხადებს, რომ მისთვის მაჟორიტარი დეპუტატობა დიდი პასუხისმგებლობა და პატივია.

„ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწრაფი და თანაბარი განვითარება. სწორედ პარლამენტშია სერიოზული ასპარეზი, რომ ვიმუშაოთ რეგიონული პოლიტიკის და ადგილობრივი თვითმმართველობების გასაძლიერებლად. სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის ბოლო ორი წელი რთული იყო, ჯერ ფაროსანა, შემდეგ ვირუსი. წარმატებით მოვახერხეთ პრობლემების დაძლევა, კარგ მოსავალს ველოდებით. ამასთან, ვირუსის სწორად მართვამ შესაძლებლობა მოგვცა დროულად გავხსნათ ეკონომიკა”, – განაცხადა მოწერელიამ.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კოჯორში, „ბიოლის“ კომპლექსში წარადგინა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების სია რეგიონების მიხედვით ასეთია:

მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქი – შალვა კერესელიძე

თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი – ირაკლი ქადაგიშვილი

გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი – დავით სონღულაშვილი

რუსთავის საარჩევნო ოლქი – ნინო ლაცაბიძე

მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქი – ზაურ დარგალი

ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის საარჩევნო ოლქი – გოგი მეშველიანი

გორი-კასპის საარჩევნო ოლქი – გიორგი ხოჯევანიშვილი

ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქი – ზაზა დუგლაძე

ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქი – ანტონ ობოლაშვილი

ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი –  სამველ მანუკიანი

ქუთაისის საარჩევნო ოლქი – ზაზა ლომინაძე

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქი – პაატა კვიჟინაძე

ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქი – ბეჟან წაქაძე

სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქი – გივი ჭიჭინაძე

ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხის საარჩევნო ოლქი – გოჩა ენუქიძე

ზუგდიდის საარჩევნო ოლქი – ირაკლი ჩიქოვანი

ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქი​ – ირაკლი ხახუბია

აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი – ალექსანდრე მოწერელია

ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი – ვასილ ჩიგოგიძე

ბათუმის საარჩევნო ოლქი –  რესან კონცელიძე

ქობულეთის საარჩევნო ოლქი – ზაალ მიქელაძე

ხულო-შუახევი-ქედისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი – ანზორ ბოლქვაძე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.