ალექსანდრე მოწერელია სვანეთის სოფლების მოსახლეობას ხვდება
ალექსანდრე მოწერელია სვანეთის სოფლების მოსახლეობას ხვდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მოადგილე ნინო ვიბლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი უშგულის თემის მოსახლეობას ხვდებიან.

პირველი შეხვედრა მურყმელში გაიმართა. ადგილობრივებმა ხელისუფლებასთან სოფლის პრობლემებზე ისაუბრეს. მათი მთავარი პრობლემა ზვავამრიდის დამონტაჟებაა, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სვანური კოშკებისა და მაჩუბების გადარჩენა, რომლებიც ინგრევა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შეხვედრა ამ წუთებში ჩაჟაშში გრძელდება.

„იმედია, სახელმწიფო გულთან ახლოს მიიტანს ჩვენი თემის პრობლემებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ მოსახლეობა დარჩეს ადგილზე. მთავარი პრობლემა ზვავამრიდი, კოშკები და მაჩუბებია. მურყმელში სულ შვიდი ოჯახი დარჩა და აუცილებელია მათი პრობლემების მოგვარება“, – განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ბექა ღვაჩლიანმა.