ალექსანდრე მოწერელია აშშ-ს საელჩოს განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს კოორდინატორს შეხვდა

22:55, 12.02.2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს რეგიონულ კოორდინატორს ჯონათან ჰეიესს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხები და მათი პრობლემები განიხილეს. ჯონათან ჰეიესმა ალექსანდრე მოწერელიას საელჩოს მიერ დევნილებთან დაკავშირებული პროექტები გააცნო.

სახელმწიფო რწმუნებულმა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელმა დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს.

მსგავსი