ალექსანდრე მოწერელია - არჩევნებზე სამივე მაჟორიტარს პარტიასთან შედარებით ხუთი-ექვსი პროცენტით მეტი ხმა გვაქვს აღებული, მანდატების დათმობას არ ვაპირებთ
ალექსანდრე მოწერელია - არჩევნებზე სამივე მაჟორიტარს პარტიასთან შედარებით ხუთი-ექვსი პროცენტით მეტი ხმა გვაქვს აღებული, მანდატების დათმობას არ ვაპირებთ

საპარლამენტო არჩევნებზე სამივე მაჟორიტარს, ჩემის ჩათვლით, პარტიასთან შედარებით, ხუთი-ექვსი პროცენტით მეტი ხმა გვაქვს აღებული, მანდატების დათმობას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

„პირველ რიგში, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გადავხედოთ. სამივე მაჟორიტარს, ჩემის ჩათვლით, პარტიასთან შედარებით, ხუთი-ექვსი პროცენტით მეტი ხმა გვაქვს აღებული. არავინ უარყოფს იმას და ეს ყველა კვლევით, მათ შორის IRI-ის კვლევით დასტურდება, რომ გიორგი გახარიას, კახა კალაძეს და ბიძინა ივანიშვილს წამყვანი პოზიციები უჭირავთ. ამ რეიტინგებს არავინ უარყოფს. ამდენად, მათ ნამდვილად არ ვურჩევდი ამ მათემატიკაში შესვლას, რადგან ეს ალბათ, მათთვის მომგებიანი ნამდვილად არ იქნება.

არავინ უარყოფს, რომ „ქართულმა ოცნებამაც“ განაპირობა რეიტინგი, გარკვეულწილად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ეს მთლიანად განპირობებულია „ქართული ოცნების“ მიერ. ჩვენ მანდატების დათმობას არ ვაპირებთ“,- განაცხადა მოწერელიამ.