ალექსანდრე მეტრეველი მიიჩნევს, რომ ქართული ჩოგბურთის განვითარებაში ეკონომიკა მთავარი ფაქტორია
ალექსანდრე მეტრეველი მიიჩნევს, რომ ქართული ჩოგბურთის განვითარებაში ეკონომიკა მთავარი ფაქტორია

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ წამყვანმა, გიორგი თვალაბეიშვილმა ლეგენდარულ ქართველ ჩოგბურთელთან, ალექსანდრე მეტრეველთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

შეკითხვაზე, თუ რა აკლია თანამედროვე ქართული ჩოგბურთის განვითარებას, ალექსანდრე მეტრეველმა უპასუხა: „შეეკითხეთ ნებისმიერ ფუქნციონერს, იქნება ის ჩოგბურთის, კალათბურთის, თუ ფეხბურთის წარმომადგენელი, პასუხი ერთნაირი იქნება – ეკონომიკა! მთავარი ეკონომიკაა. საკმარისი ფინანსები არ არის. კარგია, რომ ცენტრი აშენდა, მაგრამ სრულყოფილი არ არის, სადაც, ვთქვათ დიდ ტურნირს ვერ ჩაატარებ.“

ვეტერანმა ჩოგბურთელმა ისიც აღნიშნა, რომ დღეს გარკვეული ფინანსური პრობლემების მიუხედავად, სპორტის ამ სახეობაში ბევრი შესაძლებლობაც გაჩნდა და მშობლებს ურჩია, რომ ბავშვები ჩოგბურთზე შეიყვანონ.

ალექსანდრე მეტრეველმა რჩევა სპორტულ კომენტატორებსაც მისცა. შესანიშნავი ქართველი ჩოგბურთელისა და კომენტატორის აზრით, მთავარი ოსტატობა ისაა, რომ მოსაწყენი თამაში გამოაცოცხლო და როცა მატჩი საინტერესო და დაძაბულია, დროულად გაჩუმება შეგეძლოს.

სრულად ინტერვიუ იხილეთ ბმულზე.