ალექსანდრე მერკვილაძის ორმაგი დუბლი ჩრდილოეთის ლიგაში #1TVSPORT

17:35, 12.11.2026

ნიდერლანდურმა „გრონინგენმა“ ჩრდილოეთ ევროპის საკალათბურთო ლიგაში მორიგი გამარჯვება იზეიმა – კვიპროსულ აელ-ს მინიმალური სხვაობით, 83:81 სძლია.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP) სწორედ საქართველოს ნაკრების ფორვარდი გახდა, რომელმაც 35 წუთში 21 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ ეს მერკვილაძისთვის პროფესიულ კარიერაში და „დონარ გრონინგენის“ მაისურით პირველი ოფიციალური ორმაგი დუბლია.

„გრონინგენი“ ENBL-ში 3 მოგებითა და 2 მარცხით B ჯგუფის სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციაზეა. ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში გუნდისთვის მიმდინარე კალენდარული წელი დასრულებულია, მომდევნო შეხვედრას 6 იანვარს სტუმრად ნორვეგიულ „ფილინგენთან“ გამართავს.

რაც შეეხება ნიდერლანდებისა და ბელგიის გაერთიანებულ (BNXT) ლიგას, „გრონინგენი“ 15 ნოემბერს სტუმრად „როტერდამს“ დაუპირისპირდება. ამ მომენტისთვის გაერთიანებულ ჩემპიონატში გრონინგენელებს 3-3 მოგება-წაგება აქვთ და მე-8 ადგილზე არიან.

მსგავსი