ალექსანდრე მერკვილაძის კარიერის რეკორდი – 30 ქულა როტერდამში [ვიდეო] #1TVSPORT

11:59, 16.11.2026

ალექსანდრე მერკვილაძემ ბელგიისა და ნიდერლანდების გაერთიანებულ ლიგაში (BNXT) კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მისმა „დონარ გრონინგენმა“ სტუმრად „როტერდამი“ 13 ქულის სხვაობით, 83:70 დაამარცხა.

სულ რაღაც ოთხი დღის წინ, ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში (ENBL) კვიპროსულ აელ-თან მოპოვებული პირველი პროფესიული ორმაგი დუბლის (21 ქულა, 12 მოხსნა) შემდეგ, ალექსმა ახალ ზენიტს მიაღწია და ქულებში საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა — 30 ქულა ჩააგდო.

ქართველმა ფორვარდმა 32 წუთი ითამაშა, 5-დან 3 სამქულიანი, 9-დან 7 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. გარდა ამისა, მის აქტივში 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო. მერკვილაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელდა.

„გრონინგენი“ 7 მატჩიდან ოთხი მოგებით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას მერკვილაძის გუნდი 4 დეკემბერს, სტუმრად „ბრიუსელის“ წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 5 მოგებითა და 2 მარცხით მესამე პოზიციას იკავებს.

მსგავსი