ალექსანდრე მერკვილაძის 19 ქულა „აალსტთან“ #1TVSPORT
ნიდერლანდებისა და ბელგიის გაერთიანებულ საკალათბურთო ლიგაში ალექს მერკვილაძის „დონარ გრონინგენი“ სტუმრად „ოკაპი აალსტთან“ 90:114 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა ძირითად ხუთეულში ითამაშა და პარკეტზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მან 24 წუთში საკუთარ გუნდს 19 ქულა და 3 მოხსნა შემატა. აღსანიშნავია, რომ ალექსმა 5 პერსონალური შენიშვნა მიიღო და პარკეტის ნაადრევად დატოვება მოუწია.
ოთხი ტურის შემდეგ „გრონინგენს“ ლიგაში 2 მოგება და ამდენივე წაგება აქვს — წარმატებულ სტარტს ზედიზედ ორი მარცხი მოჰყვა. ნიდერლანდური კლუბი მორიგ მატჩს ევროპის ჩრდილოეთის ლიგაში გამართავს და 27 ოქტომბერს შინ „ვოლუნტარს“ უმასპინძლებს, ხოლო BNXT ლიგაში 31 ოქტომბერს „ლეიდენს“ ესტუმრება.