ალექსანდრე მაისურაძე - ვამზადებთ საფუძველს გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც ნატო-მ საქართველოს მიწვევასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს
ალექსანდრე მაისურაძე - ვამზადებთ საფუძველს გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც ნატო-მ საქართველოს მიწვევასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს

ვამზადებთ საფუძველს იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც ნატო-მ საქართველოს მიწვევასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს​, – ამის შესახებ ნ​ატო-ში საქართველოს წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შეფასებისას განაცხადა.

მაისურაძის ინფორმაციით, სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან პირველი სხდომაა ივლისის სამიტის შემდეგ. ამ სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, დიდი ყურადღება დაეთმო ინიციატივებს, რომლებიც დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან ხიდების აღდგენის საკითხზე.

ვისაუბრეთ დღის წესრიგით დაგეგმილ მომავალ ღონისძიებებზე. პოლიტიკური დიალოგი ნატო-სა და საქართველოს შორის ძალიან აქტიური და დინამიურია. უახლოეს მომავალში დაგეგმილია საქართველოში და ალიანსის შტაბ-ბინაში მაღალი დონის ვიზიტები. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში და ვამზადებთ საფუძველს იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც ალიანსმა საქართველოს მიწვევასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს“,- განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.