ალექსანდრე მაისურაძე - ბრიუსელის სამიტის შემდეგ ნატო-საქართველოს კომისიის მეორე სხდომა პოლიტიკური დიალოგის მაღალი ინტენსივობის ნათელი დასტურია 
ალექსანდრე მაისურაძე - ბრიუსელის სამიტის შემდეგ ნატო-საქართველოს კომისიის მეორე სხდომა პოლიტიკური დიალოგის მაღალი ინტენსივობის ნათელი დასტურია 

შეხვედრა იყო ძალიან წარმატებული და შინაარსობრივად დატვირთული,- ამის შესახებ ნ​ატო-ში საქართველოს წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი ყურადღება დაეთმო შავი ზღვის განზომილებაში მიმდინარე თანამშრომლობას

ამასთან, მაისურაძის განცხადებით, აღსანიშნავია საქართველოსა და ნატო-ს შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალი ინტენსივობა

„მინდა აღვნიშნო საქართველოსა და ნატო-ს შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალი ინტენსივობა. ბრიუსელის სამიტის შემდეგ ეს უკვე ნატო-საქართველოს კომისიის მეორე სხდომაა. პირველი სხდომა ელჩების და მეორე სხდომა თავდაცვის მინისტრების დონეზე გაიმართა. ეს ნათელი დასტურია და გამოხატულებაა პოლიტიკური დიალოგის მაღალი ინტენსივობისა.

რაც შეეხება შეხვედრის შინაარსს. შეხვედრა იყო ძალიან წარმატებული და შინაარსობრივად დატვირთული. თავდაცვის მინისტრმა ნატოელ კოლეგებს გააცნო დეტალური ინფორმაცია სამხედრო რეფორმების მიმდინარეობის შესახებ.

დიდი ყურადღება დაეთმო შავი ზღვის განზომილებაში მიმდინარე თანამშრომლობას. განვიხილეთ 2019 წლის დასაწყისში საქართველოში დაგეგმილი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები. მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრა იყო წარმატებული და დაისახა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვებს ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ ამოცანასთან, რაც ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებაა“,- განაცხადა მაისურაძემ.