ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინასთან საზღვრის სრულად ჩაკეტვის ბრძანება გასცა
ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინასთან საზღვრის სრულად ჩაკეტვის ბრძანება გასცა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ სასაზღვრო ძალებს უკრაინასთან საზღვრის სრულად ჩაკეტვა დაავალა.

ამის შესახებ ლუკაშენკომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ბელარუსში 3 ივლისს აღინიშნება.

ალექსანდრე ლუკაშენკომ განმარტა, რომ უკრაინიდან ქვეყანაში „უზარმაზარი რაოდენობის იარაღი“ შედის. გარდა ამისა, ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, მეზობელი რესპუბლიკა, ისევე როგორც გერმანია, აშშ, პოლონეთი და ლიეტუვა დაკავშირებული არიან ბელარუსის „მძინარე“ ტერორისტულ უჯრედებთან.

„ამ უჯრედების მიზანია ძალაუფლების ძალადობრივი შეცვლა იქს დღეს. თავადაც ჯერ არ იციან, როგორი დღეა იქსი: აუცილებელია მასთან ჩვენი ხალხის მიყვანა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.