ალექსანდრ ლუკაშენკო - რუსეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება ბელარუსის უახლოესი მოკავშირე
ალექსანდრ ლუკაშენკო - რუსეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება ბელარუსის უახლოესი მოკავშირე

რუსეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება ბელარუსის უახლოესი მოკავშირე, ვინც არ უნდა იყოს ბელარუსის ან რუსეთის ხელისუფლებაში, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, ქვეყნის მოსახლეობისა და ეროვნული კრებისადმი მიმართვისას განაცხადა.

ბელარუსის ლიდერის თქმით, ორ ქვეყანას შორის მოკავშირეობა გადაულახავი ფაქტორია, რაც ორივე ერში ღრმად არის გამჯდარი.

ბელარუსის მოსახლებისადმი მიმართვისას ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსის და რუსეთის უახლოესი მოკავშირეობა არ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რომ მინსკთან მოსკოვის ძმური ურთიერთობა პარტნიორული ურთიერთობით შეიცვალა.

„რუსეთს ეშინია ჩვენი დაკარგვის, რადგან მას ნამდვილად არ ჰყავს ახლო მოკავშირეები და დასავლეთის მხრიდან ჩვენ მიმართ არსებითი ინტერესის გამოხატვა დაიწყო. ყველამ იცის ჩვენი პასუხი: ბელარუსი არავისთან მეგობრობს, ვინმეს წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მრავალ ვექტორულობას, თანმიმდევრულ და პროგნოზირებად საგარეო პოლიტიკას.

სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობებს ავაშენებთ დასავლეთთანაც, ჩინეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მეზობელ ქვეყნებთან და ასევე შორეულ ქვეყნებთან“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.