ალექსანდრე ლუკაშენკო - „ორეშნიკი“ საბრძოლო მორიგეობაში დეკემბერში ჩაერთვება, რა მიზნით? მინდა, გაიგონ, რომ სიტუაცია თუ გაუარესდება, მე და პუტინი გადაწყვეტილებას მივიღებთ, შემდეგ კი დავარტყამთ
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ დეკემბერში რუსულ „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემას განათავსებენ.
ლუკაშენკოს თქმით, მინსკის პლატფორმაზე ერთ დროს სამშვიდობო შეთანხმებები იყო მიღწეული, თუმცა მოწინააღმდეგეებმა გადაწყვიტეს, მოტყუებით ემოქმედათ, რამაც დღევანდელი სიტუაცია გამოიწვია.
„„ორეშნიკი“ საშინელი იარაღია. ის საბრძოლო მორიგეობაში დეკემბერში ჩაერთვება. რა მიზნით? მინდა, მათ გაიგონ, რომ სიტუაცია თუ გაუარესდება, შეგვიძლია დარტყმა. მე და პუტინი დავსხდებით, გადაწყვეტილებას მივიღებთ და შემდეგ დავარტყამთ. ასე რომ, ნუ გაებმებით უსიამოვნებებში. ბოლოს და ბოლოს, ასე დაიწყო ომი უკრაინაში. დონბასში რუსულენოვან ადამიანებს დევნიდნენ, კლავდნენ და ავიწროებდნენ. მე ამის მოწმე ვარ. აღმოჩნდა, რომ ისინი მინსკში რუსეთისა და ჩვენ მოსატყუებლად ჩამოვიდნენ. მოგვატყუეს. კარგი, საკმარისია. ორი მილიონი ადამიანი უკვე დაიღუპა და უკრაინელები დასახიჩრდნენ“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.