ალექსანდრე ლუკაშენკო - ბელარუსი მიგრანტების პრობლემის მოგვარებას 2021 წლის ბოლომდე შეეცდება
ალექსანდრე ლუკაშენკო - ბელარუსი მიგრანტების პრობლემის მოგვარებას 2021 წლის ბოლომდე შეეცდება

ბელარუსი მიგრანტების პრობლემის მოგვარებას 2021 წლის ბოლომდე შეეცდება, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

ბელარუსის ლიდერის თქმით, მიგრანტებს, რომლებიც ბელარუსში კანონიერად იმყოფებიან და აქვთ ტურისტული ვიზები, ქვეყნის ხელისუფლება მოუწოდებს, დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში, რადგან ევროკავშირში ჰუმანიტარული კორიდორი არ იქნება.

ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ერაყში უკვე 1000-ზე მეტი ადამიანი დააბრუნა.

ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე მიგრანტთა ნაკადის ზრდის გამო, ბრიუსელსა და მინსკს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ მიგრაციული კრიზისი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საპასუხოდ შექმნა. თავად ლუკაშენკო ევროკავშირს ჰუმანიტარული კრიზისის განზრახ პროვოცირებაში ადანაშაულებს.