ალექსანდრე ლუკაშენკო - აფხაზეთისგან გაუგებარი რაღაც შექმნეს
ალექსანდრე ლუკაშენკო - აფხაზეთისგან გაუგებარი რაღაც შექმნეს

ალექსანდრე ლუკაშენკო – აფხაზეთისგან გაუგებარი რაღაც შექმნეს, – ამ სათაურით სტატიას ბელარუსული მედია აქვეყნებს.

გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდა ბელარუსი“ ლუკაშენკოს ციტატას აქვეყნებს.

„მე ერთხელ ჩავედი სოხუმამდე, მეტი აღარ გამომივიდა. ეს საბჭოთა პერიოდში მოხდა. ახლა კი, სამწუხაროდ, აფხაზეთისგან გაუგებარი რაღაც შექმნეს. ეს მშვენიერი მხარე, ჩემი საყვარელი მხარე გაუგებარ რაღაცად გადააქციეს“, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით დღეს ეწვია.

დატოვე კომენტარი