ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში ინდოეთის ელჩთან, ამით კუმარ მიშრასთან შეხვედრა გამართა

19:29, 30.07.2026

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩთან, ამით კუმარ მიშრასთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის მზარდ, დადებით დინამიკას.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხს და თანამშრომლობის გაძლიერების გზებს სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო-ლოგისტიკურ, ტურისტულ, განათლებისა და სხვა სფეროებში.

მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური კომუნიკაცია ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების ხელშეწყობისთვის.

მსგავსი