ალექსანდრე ხვთისიაშვილი - საქართველოს ვაქცინის მწარმოებელ რამდენიმე კომპანიასთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული
ალექსანდრე ხვთისიაშვილი - საქართველოს ვაქცინის მწარმოებელ რამდენიმე კომპანიასთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველოს ვაქცინის მწარმოებელ რამდენიმე კომპანიასთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. თუმცა, როგორც ხვთისიაშვილი აცხადებს, დეტალებზე ჯერ ვერ ისაუბრებს, რადგან ქვეყანას გაუთქმელობის პირობა აქვს დადებული.

რაც შეეხება ინდოეთიდან ვაქცინების შემოტანას, ხვთისიასვილის თქმით, როგორც კი ინდოეთი საექსპორტო შეზღუდვას მოხსნის, საქართველო საკმაო მოცულობის ვაქცინებს მიიღებს. აღნიშნულის სავარაუდო დროდ მინისტრის მოადგილემ აპრილის ბოლო პერიოდი დაასახელა.

„ინდოეთთან იყო ძალიან აქტიური მოლაპარაკება, მთავრობასთან. მოგეხსენებათ, რომ ინდოეთი არის ვაქცინების ყველაზე დიდი მწარმოებელი, არა მარტო „ასტრაზენეკასი“, არამედ იქ არის დაახლოებით 6-7 ძალიან მსხვილი საწარმო, რომელთანაც ამერიკული და ევროპული კომპანიები მუშაობენ. ამ წლის განმავლობაში ინდოეთში წარმოებას დაიწყებენ როგორც „ასტრაზენეკას“, ასევე ამერიკული „ნოვოვაქსის“, ასევე დაგეგმილია „ჯონსონის“ წარმოებაც, რომელსაც ამერიკული ლაბორატორიები ინდოელ პარტნიორებთან ერთად აპირებენ, რომ გამოუშვან. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იყო არა მხოლოდ „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში მოლაპარაკების ჩატარება, არამედ ყველა მწარმოებელთან შეხვედრა და შესაბამისი შეთანხმების მიღწევა. ეს ისევ და ისევ ჩვენი პარტნიორების, კოლეგების, ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით და გვერდში დგომით უკვე განხორციელდა.

გვაქვს რამდენიმე მწარმოებელთან გაფორმებული შეთანხმება. დეტალებზე სამწუხაროდ ჯერ ვერ ვსაუბრობთ, რადგან ერთ-ერთი პუნქტი არის გაუთქმელობის პუნქტი. შესაბამისად, ამ დეტალებზე ვერ ვსაუბრობთ.

რაც შეეხება „ასატრაზენეკას“, ვიცით, რომ დღევანდელ დღეს ინდოეთს დაკეტილი აქვს გამოტანა ვაქცინების, ეს არის განპირობებული თავად ქვეყნის შიგნით მაღალი ციფრებით და ცდილობენ, რომ საკუთარ მოსახლეობას მოახმარონ ის ვაქცინა, რომელიც იწარმოება. დაგეგმილია, სადღაც აპრილის ბოლოსკენ, ამ საექსპორტო შეზღუდვის გახსნა. როგორც კი გაიხსნება, საქართველო მიიღებს საკმაოდ მოცულობით რაოდენობას როგორც „ასტრაზენეკასი“, ასევე წლის ბოლოს მიიღებს იმ რაოდენობებს, რა რაოდენობებზეც შევთანხმდებით დანარჩენ მწარმოებლებთან“,- განაცხადა ხვთისიაშვილმა.