ალექსანდრე ხვთისიაშვილი - ჩვენი საელჩოები მუდმივ კავშირზე არიან საქართველოს მოქალაქეებთან იმ ქვეყნებში, სადაც დაფიქსირებულია კორონავირუსი, მოქმედებს ცხელი ხაზი
ალექსანდრე ხვთისიაშვილი - ჩვენი საელჩოები მუდმივ კავშირზე არიან საქართველოს მოქალაქეებთან იმ ქვეყნებში, სადაც დაფიქსირებულია კორონავირუსი, მოქმედებს ცხელი ხაზი

საქართველოს საელჩოები მუდმივ რეჟიმში აგროვებენ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობისა და ზომების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას  დავალებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში.

„ჩვენი საელჩოები მუდმივ, ყოველდღიურ რეჟიმში აგროვებენ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობისა და იმ ზომების შესახებ, რომლებსაც ქვეყნები ატარებენ პრევენციის მიზნით. ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში გვაწვდიან დედაქალაქში, სადაც ხდება მისი შეკრება, შესაბამისი ფორმის მიცემა და მიწოდება საკოორდინაციო საბჭოს წევრებისთვის. ასევე საელჩოები მუდმივ კავშირზე არიან საქართველოს მოქალაქეებთან საზღვარგარეთ, იმ ქვეყნებში, სადაც დაფიქსირებულია ვირუსის მაღალი გავრცელება და იმ ქვეყნებში, სადაც უკვე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელზეც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაკავშირება და შესაბამისი რეკომენდაციებისა და ინფორმაციის მიღება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

დატოვე კომენტარი