ალექსანდრე ხოჯევანიშვილი - პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს, იმის ფიქრის საფუძველი არ გვაქვს, რომ შეიძლება სხვა სახელმწიფო ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში
ალექსანდრე ხოჯევანიშვილი - პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს, იმის ფიქრის საფუძველი არ გვაქვს, რომ შეიძლება სხვა სახელმწიფო ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში

დღეს პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს, იმის ფიქრის საფუძველი არ გვაქვს, რომ შეიძლება სხვა სახელმწიფო ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

როგორც ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ყველა სხვა უწყებასთან ერთად, აკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები იყოს დემოკრატიული და სხვა ძალების მხრიდან ჩაურეველი.

„არჩევნებში რომელიმე სახელწიფოს ჩარევის რეალური ნიშნები დღეს არ არსებობს. იგივე ინფორმაცია ყოველი არჩევნების წინ შეიძლება გაჟღერდეს. იგივე პრობლემა ევროპაშიც არსებობდა 2019 წელს, თითქოს, შეიძლება რაღაც ჩარევები ყოფილიყო. დღეს პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს. ამის ინფორმაცია, ამის ფიქრის საფუძველი არ გვაქვს, რომ დღეს შეიძლება სხვა სახელმწიფო ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა​​.

დატოვე კომენტარი