ალექსანდრე ხოჯევანიშვილი - 20 ივნისის თანხმლები მოვლენები ძალიან მტკივნეულად აისახა ქვეყნის უსაფრთხოებაზე
ალექსანდრე ხოჯევანიშვილი - 20 ივნისის თანხმლები მოვლენები ძალიან მტკივნეულად აისახა ქვეყნის უსაფრთხოებაზე

20 ივნისის თანხმლები მოვლენები ძალიან მტკივნეულად აისახა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც სუს-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნა, სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა და უკონტროლო ვითარება მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის სახელმწიფოებრიობისათვის.

„20 ივნისს განვითარებული და მისი თანხმლები მოვლენები ძალიან მტკივნეულად აისახა ქვეყნის უსაფრთხოებაზე. სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა და უკონტროლო ვითარება ასევე აღნიშნულის მიღების ნორმად დამკვიდრების მცდელობები, მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის სახელმწიფოებრიობისათვის. გარდა აღნიშნულისა, მსგავსი აქტივობები შესაძლოა, მყისიერად იყოს გამოყენებული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ, უფრო მწვავე, შეუქცევადი პროცესების გააქტიურებისათვის“, – განაცხადა ალექსანდრე ხოკევანშვილმა.

დატოვე კომენტარი