ალექსანდრე გოგინავა - დიდი ალბათობით, კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება შემოდგომაზე, თუმცა მას ბევრად უფრო მომზადებულები შევხვდებით
ალექსანდრე გოგინავა - დიდი ალბათობით, კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება შემოდგომაზე, თუმცა მას ბევრად უფრო მომზადებულები შევხვდებით

საქართველო და არა მარტო საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ბევრად უფრო მომზადებულები შევხვდებით, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა.

„დიდი ალბათობით, მეორე ტალღა იქნება და სავარაუდოდ ეს იქნება შემოდგომაზე. რა თქმა უნდა, საქართველო და არა მარტო საქართველო ბევრად უფრო მომზადებულები შევხვდებით, რადგან ბევრად უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს ამ ვირუსის შესახებ. ასევე, ვვარაუდობთ, რომ ამ დროისთვის შესაძლებელია უკვე იყოს ეფექტური ანტივირუსული პრეპარატი. შესაძლებელია, მალევე მოხდეს ეფექტური ვაქცინის შექმნა. მეორე ტალღა იქნება, თუმცა მას შევხვდებით ბევრად უფრო მობილიზებულები, რაც ბევრად ნაკლებ პრობლემას გამოიწვევს“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

დატოვე კომენტარი