ალექსანდრე ერქვანია - მადლობა გიორგი კვირიკაშვილს პრინციპულობის, ღირსეული ლიდერობისა და დიდი ადამიანობისთვის
ალექსანდრე ერქვანია - მადლობა გიორგი კვირიკაშვილს პრინციპულობის, ღირსეული ლიდერობისა და დიდი ადამიანობისთვის

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ წევრმა ალექსანდრე ერქვანიამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა.

ერქვანიამ განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა, სადაც მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, თავდადებისთვის, იმ ფასეულობების ერთგულებისთვის, რომელიც ძალიან ძვირფასია თითოეული ქართველისთვის. მადლობა პრინციპულობისთვის, ღირსეული ლიდერობისთვის და დიდი ადამიანობისთვის“, – აღნიშნა ალექსანდრე ერქვანიამ.