ალექსანდრე დარახველიძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს გამოძიება, სრულ კადრებს შევისწავლით, ვინმეს პასუხისმგებლობა თუ გამოიკვეთა, დადგება სისხლის სამართლებრივი გადაწყვეტილება

02:58, 05.10.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს გამოძიება აქვს, ყველა ფაქტობრივი მასალის, მტკიცებულების მოპოვება, ყურადღებით შევისწავლით ყველა იმ პირის მონაცემს, ვინც მოწოდების გაკეთებამდეც იმყოფებოდა ადგილზე, ასევე, ვინც შემდგომ გადაადგილდა, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შსს სრულ კადრებს შეისწავლის და თუ ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთა, ყველას მიმართ დადგება შესაბამისი სისხლის სამართლებრივი გადაწყვეტილება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება აქვს დაწყებული, ყველა ფაქტობრივი მასალის, მტკიცებულების მოპოვება. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით ყველა იმ პირის მონაცემს, ვინც მოწოდების გაკეთებამდეც იმყოფებოდა ადგილზე, ასევე, ვინც შემდგომ გადაადგილდა. სრულ კადრებს შევისწავლით, ვინმეს პასუხისმგებლობა თუ გამოიკვეთა, ყველას მიმართ დადგება შესაბამისი სისხლის სამართლებრივი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მსგავსი