ალექსანდრე დარახველიძე - შინაგან საქმეთა სამინისტრო უკომპრომისო ბრძოლას ახორციელებს ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
ალექსანდრე დარახველიძე - შინაგან საქმეთა სამინისტრო უკომპრომისო ბრძოლას ახორციელებს ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა სამართალდამცავი უწყება უკომპრომისო ბრძოლას ახორციელებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ.

მისი თქმით, სისხლის სამართლის პოლიტიკა არის უმკაცრესი იმ პირების მიმართ, ვინც მსგავსი ტიპის დანაშაულს სჩადის.

„უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო უმძიმესი ფაქტები, რომლებსაც ჩვენ , რა თქმა უნდა ვგმობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, იმისთვის, რომ მსგავსი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს ეფექტიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა სამართალდამცველი უწყება უკომპრომისო ბრძოლას ახორციელებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. სისხლის სამართლის პოლიტიკა არის უმკაცრესი იმ პირების მიმართ, ვინც მსგავსი ტიპის დანაშაულს სჩადის, თუმცა იმისათვის რომ, ბრძოლა იყოს ეფექტური აუცილებელია, რომ თითოეული უწყება, ვის კომპეტენციაშიც შედის ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს სათანადოდ მოტივირებული და იღებდეს ეფექტურ ღონისძიებებს, ამ დანაშაულთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია ასევე, საზოგადოების ჩართულობა, ის რომ დროულად მოხდეს პოლიციის ინფორმირება, იმისთვის, რომ ჩვენ ჩანასახშივე ვებრძოლოთ ამ დანაშაულს“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.