ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მისიის ხელმძღვანელთან, კაორი იშიკავასთან.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობა და მიღწეული შედეგები განიხილეს. ალექსანდრე დარახველიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ჩართულობით სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების პროცედურებში შეტანილ ცვლილებებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

შეხვედრის დასასრულს ალექსანდრე დარახველიძემ გაერო-ს ქალთა ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა სამინისტროს მხარდაჭერისა და მის ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია, თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საკუთარი წვლილი შეაქვს უწყების შესაძლებლობების განვითარებაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.