ალექსანდრე დარახველიძე - პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ჭიათურაში დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ალექსანდრე დარახველიძე - პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ჭიათურაში დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება

საზოგადოება თვალს ადევნებს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, ჭიათურის მოსახლეობას ჰქონდეს დასაქმების საშუალება და, მეორე მხრივ, კომპანიას პირობები შეექმნას იმისათვის, რომ საკუთარი ბიზნესი აწარმოოს და მოქალაქეებს ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეთ, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული ჯგუფები არსებობენ, რომელთაც თავდასხმა განახორციელეს კომპანიის წარმომადგენელზე და მას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული.

„დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები დაკავებული არიან. ამავე დროს, პოლიცია რჩება ადგილზე და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივო წესრიგი და უსაფრთხოება. პოლიცია ადგილზეა მობილიზებული, რომ უსაფრთხოება და სიმშვიდე იყოს დაცული. ყველა იმ ადამიანს მოვუწოდებ, ვინც გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავს, თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებისგან. პოლიცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ადგილზე დაცული იყოს მართლწესრიგი და უსაფრთხოება“, – განაცხადა დარახველიძემ.