ალექსანდრე დარახველიძე - ძალადობის შემთხვევები თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს დამატებით ვალდებულებას, რომ ყველა მოძალადემ კანონის წინაშე პასუხი უმკაცრესად აგოს
ალექსანდრე დარახველიძე - ძალადობის შემთხვევები თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს დამატებით ვალდებულებას, რომ ყველა მოძალადემ კანონის წინაშე პასუხი უმკაცრესად აგოს

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას. ახალგაზრდა ქალი მეუღლემ სამუშაო ადგილზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ეს შემთხვევა, და ზოგადად, ძალადობის შემთხვევები, თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს, რომ ყველა მოძალადემ, ვინც ჩაიდენს მსგავს ქმედებას, კანონის წინაშე უმკაცრესად პასუხი უნდა აგოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

თერჯოლაში მკვლელობა 24 ნოემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მაღაზიაში სამუშაოდ მყოფ ყოფილ მეუღლეს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ქალი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, თავდამსხმელი ამჟამად კლინიკაში იმყოფება, რადგან შემთხვევის შედეგად თავადაც დაშავდა.