ალექსანდრე ჩივაძის მედლის მფლობელები გაბრიელ სიგუა და საბა ხვადაგიანი გახდნენ #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტრადიციული დაჯილდოება 29 დეკემბერს ონლაინ რეჟიმში გაიმართება. წლის საუკეთესოები სფფ-ს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდების საშუალებით გამოვლინდნენ.
ცნობილი გახდა ალექსანდრე ჩივაძის მედლის მფლობელი 19 და 17-წლამდელ ფეხბურთელთა შორის. ორივე ნომინაციაში „დინამოს“ მოთამაშეებმა გაიმარჯვეს. 17-წლამდელებში ჯილდო „დინამოს“ და 17-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა, გაბრიელ სიგუამ მიიღო, ხოლო 19-წლამდელებში – საბა ხვადაგიანმა.
ალექსანდრე ჩივაძის მედალი U19
საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი)
ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო)
ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი)
ალექსანდრე ჩივაძის მედალი U17
გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი)
გიორგი ტაბატაძე (საბურთალო)
სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი)
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა და სპორტული მედიის წარმომადგენლებმა.