სიგუა „ბაზელის“ შემადგენლობაში დაბრუნდა - ქართველის გუნდმა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა #1TVSPORT
სიგუა „ბაზელის“ შემადგენლობაში დაბრუნდა - ქართველის გუნდმა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა #1TVSPORT

გაბრიელ სიგუა ტრავმის შემდეგ „ბაზელის“ შემადგენლობაში დაბრუნდა, რომელმაც შინ „ლოზანა“ 2:0 დაამარცხა.

შვეიცარიის სუპერლიგის აუტსაიდერთა ჯგუფის 36-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე 24 თებერვლის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა. 18 წლის ნახევარმცველი მწვრთნელმა შეტევაში ათამაშა და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა.

„ბაზელმა“ ანგარიში 63-ე წუთზე ალბიაბ აიეტის ზუსტი დარტყმით გახსნა, ხოლო საბოლოო შედეგი 90+6-ე წუთზე მუჰამედ დრაგერმა დააფიქსირა.

36 ტურის შემდეგ „ბაზელი“ 45 ქულით შვეიცარიის სუპერლიგის აუტსაიდერთა ზონაში მეორე ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.