ალექსანდრე ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება

13:42, 16.11.2026

ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო 16 ნოემბრის 18:00 საათიდან 17 ნოემბრის 18:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ალექსანდრე ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე.

მერიის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს საგზაო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი. სამუშაოების ტექნიკური სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია საავტომობილო მოძრაობის დროებით შეზღუდვა.

შეზღუდვის პერიოდში ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალ. გრიბოედოვის ქუჩის N18-დან ვ. სარაჯიშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ალ. გრიბოედოვის ქუჩის N16-დან – ბესიკის ქუჩის მიმართულებით.

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.

მსგავსი