ალექსანდრა პაპადოპულუ - ძალიან მნიშვნელოვანია, უკრაინა, მოლდოვა და, ვიმედოვნებ, მომავალში საქართველო, მტკიცედ გაჰყვნენ ევროპულ გზას და შეუერთდნენ ევროკავშირს
ალექსანდრა პაპადოპულუ - ძალიან მნიშვნელოვანია, უკრაინა, მოლდოვა და, ვიმედოვნებ, მომავალში საქართველო, მტკიცედ გაჰყვნენ ევროპულ გზას და შეუერთდნენ ევროკავშირს

საქმე არ ეხება მხოლოდ რეფორმებს. რა თქმა უნდა, რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია, კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა მისდიონ გზას, უნდა შეასრულონ სამუშაო, თუმცა საქმე ასევე ეხება სტერეოტიპებს. ჩვენი ამოცანა, როგორც ევროკავშირის წევრების, არის, რომ ვერბძოლოთ სტერეოტიპებს გარკვეული ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრა პაპადოპულუმ ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე, პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საბერძნეთმა ეს გამოიარა ეკონომიკური კრიზისის დროს.

ალექსანდრა პაპადოპულუს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი მაშინ უკვე ევროკავშირის წევრი იყო, მაინც რთული იყო სტერეოტიპებთან ბრძოლა.

„ჩვენ ვიყავით ევროკავშირის წევრები და ეს იყო ძალიან რთული. ალბათ საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისის ყველაზე რთული ნაწილი იყო სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა. მინდა, დავარწმუნო ალბანეთის წარმომადგენელი, რომ ჩემი ქვეყანა სრულად უჭერს მხარს ალბანეთის და მთელი დასავლეთ ბალკანეთის ევროპულ გზას. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ არ იქნება მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ევროპაში, თუ კონტინენტის შუაგულში იქნება „შავი ხვრელი“. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა, მოლდოვა და, ვიმედოვნებ, მომავალში საქართველო მტკიცედ გაჰყვნენ ევროპულ გზას და შეუერთდნენ ევროკავშირს. ასევე, ძალიან მტკიცედ უნდა ვიყოთ, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც კართან ელოდებიან 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მიეცეთ სამართლიანი შანსი“, – განაცხადა ალექსანდრა პაპადოპულუმ.