ალექსანდრ ზვერევმა რვაკვირიანი დისკვალიფიკაცია მიიღო #1TVSPORT
ალექსანდრ ზვერევმა რვაკვირიანი დისკვალიფიკაცია მიიღო #1TVSPORT

გერმანელმა ჩოგბურთელმა ალექსანდრ ზვერევმა რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო მექსიკის აკაპულკოს ტურნირზე წყვილთა მატჩის დროს არასპორტული საქციელის გამო. ამის შესახებ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) პრესსამსახურმა დაწერა.

ასევე ჩოგბურთელს დაუნიშნეს გამოსაცდელი ვადა 2023 წლის 23 თებერვლამდე. ზვერევს შეუძლია დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება 11 მარტამდე გაასაჩივროს.

შეგახსენებთ, რომ აკაპულკოში წყვილთა მატჩის დასრულების შემდეგ, ზვერევი მთავარ არბიტრთან მივიდა და მსაჯის სკამს რამდენჯერმე დაარტყა ჩოგანი. ის შეხვედრა ზვერევმა და ბრაზილიელმა მარსელო მელომ 2:6, 6:4, 6:10 წააგეს ბრიტანელ ლოიდ გლასპულთან და ფინელ ჰარი ჰელიოვაარესთან.

24 წლის გერმანელი მაქსიმალური ფულადი ჯარიმითაც დასაჯეს – 20 ათასი დოლარი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის და კიდევ 20 ათასი არასპორტული საქციელისთვის. ასევე ზვერევს ჩამოართვეს აკაპულკოში გამომუშავებული 31 570 დოლარი და მოპოვებული სარეიტინგო ქულები.