ალექსანდრ ზვერევმა ჯოკოვიჩს იოლად მოუგო და წლის ბოლო ტიტული მოიპოვა
ალექსანდრ ზვერევმა ჯოკოვიჩს იოლად მოუგო და წლის ბოლო ტიტული მოიპოვა

ალექსანდრ ზვერევის ლონდონში, ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი ტრიუმფით დასრულდა. გერმანელმა სენსაციურად, ორ სეტში მოახერხა მსოფლიოს პირველი ჩოგანის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხება – 6:4, 6:3.

ზვერევმა ჯოკოვიჩის ჩავარდნა პირველი სეტის ბოლოს და მეორე სეტის დასაწყისში – გერმანელმა ზედიზედ სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, რისი წყალობითაც, პირველი სეტი მოიგო და მეორეში ბრეიკით წინ გავიდა. მატჩის მიწურულს, ზვერევმა კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, რამაც კარიერაში აღნიშნულ ტურნირზე პირველი ტიტული მოუტანა.

ზვერევმა 10 ეისი შეასრულა, პირველი მოწოდებით ქულების 79 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 54. ჯოკოვიჩმა მეორე მოწოდებზე მხოლოდ რვა ქულის აღება მოუხერხა. ზვერევმა ექვსი ბრეიკ-პოინტიდან ოთხი გამოიყენა, ნოვაკმა – ერთიდან ერთი.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩოგბურთელები ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ჯოკოვიჩმა ორ სეტში მოიგო, მაგრამ ზვერევმა სრულფასოვანი რევანშის აღება შეძლო.