ალექსანდრ ზვერევი აკაპულკოს ტურნირიდან გააძევეს - გერმანელმა მსაჯის სკამს ჩოგანი სამჯერ დაარტყა [ვიდეო] #1TVSPORT
ალექსანდრ ზვერევი აკაპულკოს ტურნირიდან გააძევეს - გერმანელმა მსაჯის სკამს ჩოგანი სამჯერ დაარტყა [ვიდეო] #1TVSPORT

გერმანელი ჩოგბურთელი ალექსანდრ ზვერევი არასპორტული საქციელის გამო აკაპულკოს ATP500 კატეგორიის ტურნირიდან მოხსნეს, – იტყობინება პროფესიონალ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ასოციაცია (ATP).

ოთხშაბათს, ზვერევი და ბრაზილიელი მარსელო მელო წყვილთა ტურნირის პირველი წრის მატჩში დამარცხდნენ ბრიტანელ ლოიდ გლასპულთან და ფინელ ჰარი ჰილოვაარასთან – 2:6, 6:4, 6:10. მატჩის დასრულების შემდეგ, გერმანელი მთავარი მსაჯის კოშკურას მიუახლოვდა და მას სამჯერ დაარტყა ჩოგანი.

„არასპორტული საქციელის გამო, ალექსანდრ ზვერევმა აკაპულკოს ტურნირზე დისკვალიფიკაცია დაიმსახურა“, – წერია ATP-ის განცხადებაში.

აკაპულკოს ტურნირის ერთეულებში ზვერევი მეორე წრეში იყო გასული, სადაც გერმანელ პეტერ გოიოვჩიკს უნდა შეხვედროდა.