ალექსანდრ ვუჩიჩი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭებას ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს 
ალექსანდრ ვუჩიჩი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭებას ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს 

სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, იგი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭებას ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან სერბულ გამოცემა Kurir-თან საუბრისას აღნიშნა.

„მე, როგორც „ეშმაკის ადვოკატს“, მქონდა ერთი საკითხი, რომელსაც საჯაროდ არ დავაყენებ. კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა ძალიან რთულია, როდესაც საქმე მოლდოვას და უკრაინას, განსაკუთრებით კი უკრაინას ეხება. ათწლეულების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ მათ არ სურთ ახალი კვიპროსი ევროპაში. ახლა კი ხედავთ, რომ მათ შეუძლიათ მიიღონ სამი და ოთხი კვიპროსი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკა ყოველთვის იყო დომინანტი და გადამწყვეტი. ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ეკონომიკურად სერბეთი და მონტენეგრო ბევრად უფრო მზად არიან, გახდნენ ევროკავშირის ნაწილი, მაგრამ ეს ვის აინტერესებს“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.

23 ივნისს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამ ორ ქვეყანასთან ერთად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე საქართველომაც გაგზავნა განაცხადი და ევროპულმა გაერთიანებამ ქართულ მხარეს ევროპული პერსპექტივა დაუდასტურა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ „ძლიერ სიგნალს“ უგზავნის რუსეთს.

დატოვე კომენტარი