ალექსანდრ ვუჩიჩი – სტუდენტური ბლოკადის სიის დაახლოებით 560 წარმომადგენელი განსხვავებული შეხედულების დეპუტატებს სიტყვიერად და ფიზიკურად თავს დაესხა
სერბეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აღნიშნავს, რომ პარლამენტთან დეპუტატებზე ორგანიზებული თავდასხმა მოხდა, და ამაში სტუდენტურ სიას ადანაშაულებს.
ვუჩიჩის თქმით, სტუდენტურ სიასთან დაკავშირებული დაახლოებით 560 ადამიანი დეპუტატებს სიტყვიერად და ფიზიკურად თავს დაესხა. მისივე განმარტებით, ადგილზე მყოფი პოლიცია სიტუაციაში არ ჩაერია.
„სტუდენტური ბლოკადის სიის დაახლოებით 560 წარმომადგენელი განსხვავებული შეხედულების დეპუტატებს სიტყვიერად და ფიზიკურად თავს დაესხა. ბელგრადის პოლიცია, რომელიც ადგილზე იყო, არავითარი ფორმით არ ჩარეულა. დეპუტატ ლიდია ვუკიჩევიჩს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დღეს ის მხოლოდ იმიტომ გახდა სამიზნე, რომ განსხვავებული შეხედულება აქვს“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.