ალექსანდრ ვუჩიჩი - კოსოვოს პოლიციამ 23 ადამიანი, მათ შორის რუსეთის ერთი მოქალაქე დააკავა
ალექსანდრ ვუჩიჩი - კოსოვოს პოლიციამ 23 ადამიანი, მათ შორის რუსეთის ერთი მოქალაქე დააკავა

სერბეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, კოსოვის პოლიციამ დღეს დილით 23 ადამიანი დააკავა. მათ შორის არის ერთი რუსეთის მოქალაქე, რომელიც გაერო-ს მისიის თანამშრომელია. ეს განცხადება ვუჩიჩმა სერბეთის პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა.

მისივე ინფორმაციით, კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში დაკავებულ პირთა უმრავლესობა სერბი და ბოსნიელია.

ვუჩიჩის განცხადებით, კოსკოვოს სეპცრაზმმა სპეცოპერაცია კორუფციასთან ბრძოლის საბაბით ჩაატარა.

სერბული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, კოსოვოს ჩრდილოეთში 28 მაისს დილიდან სროლის ხმაც ისმოდა. ჟურნალისტების ცნობით, სულ მცირე ორი ადამიანი დაიჭრა.

მომხდარის გამო, სერბეთის პრეზიდენტმა ქვეყნის არმია სრულ მზადყოფნაში მოიყვანა და კოსოვოში მცხოვრები სერბების დაცვის პირობა დადო.