სერბეთის მთავრობა აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია NIS-ისთვის გადახდებსა და ტრანზაქციებს მიმდინარე კვირის ბოლომდე დაუშვებს
სერბეთის მთავრობა აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია NIS-ისთვის გადახდებსა და ტრანზაქციებს მიმდინარე კვირის ბოლომდე დაუშვებს

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ მთავრობა მიმდინარე კვირის ბოლომდე დაუშვებს გადახდებს და ტრანზაქციებს აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსული  ნავთობკომპანიის, NIS-ისთვის.

პრეზიდენტის თქმით, დროებითი ზომა მიმართულია, დაეხმაროს NIS-ს, გადაუხადოს ანაზღაურება თავის თანამშრომლებს და განახორციელოს სხვა ტრანზაქციები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა NIS-ს სანქციები ოქტომბერში დაუწესა რუსეთის ენერგეტიკული ინდუსტრიისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. NIS-ის აქციების უმეტესობას რუსული „გაზპრომ ნეფტი“ და „გაზპრომი“ ფლობენ.

სერბეთს მეორადი სანქციები ემუქრება, თუ მისი ბანკები, მათ შორის ცენტრალური ბანკი, NIS-თან გადახდებს შეინარჩუნებენ. თუმცა ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ასეთი გადახდები ორშაბათამდე გაგრძელდება.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ სერბეთისთვის რისკის ფასად უზრუნველვყოთ საგადასახადო ტრანზაქციები NIS-თან ამ კვირის ბოლომდე, რათა NIS-მა შეძლოს დასაქმებულებისთვის გადახდა“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

როგორც ვუჩიჩმა აღნიშნა, ქვეყნის ერთადერთი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც NIS-ი ფლობს, იძულებულია, დაიხუროს მიმდინარე კვირაში, თუ კომპანიისთვის სანქციები არ გადავადდება. ეს აისახება სერბეთის ეკონომიკაზე, რადგან NIS-ი, რომელსაც 14 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული, სერბეთის მშპ-ის 5%-ს უზრუნველყოფს.