ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ სექტემბერში, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს

10:10, 04.08.2025

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ სექტემბერში, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს.

ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, პუტინთან შეხვედრა, შესაძლოა, შედგეს 6 სექტემბრამდე ჩინეთში, სადაც ვუჩიჩი ვიზიტს გეგმავს.

„პუტინი, შესაძლოა, იქ იყოს. ამიტომ, შესაძლოა, შევხვდე მას და, როგორც გავიგე, ტრამპიც, შესაძლოა, იყოს იქ. ვინ იცის. მითხრეს, რომ 5 რიცხვში იქნება სპეციალური ვახშამი“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.

მსგავსი