ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ მას ჩინეთისა და რუსეთის მხარდაჭერა აქვს

00:26, 22.10.2026

სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა მხარდამჭერთა წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ მას ჩინეთისა და რუსეთის მხარდაჭერა აქვს.

ვუჩიჩის თქმით, მისი მთავარი მოწინააღმდეგე – სტუდენტური მოძრაობა უცხოური მთავრობების მხარდაჭერით სარგებლობს.

„ჰკითხეთ მათ: დაუწესებთ სანქციებს რუსეთს? ისინი ხმას არ იღებენ, ბუტბუტებენ, პასუხს კი არ სცემენ კითხვას. ჰკითხეთ: სერბები გენოციდის მომწყობი ხალხია? ისევ სიჩუმეა და პასუხი არ არის. ჰკითხეთ: რას იზამთ კოსოვოსა და მეტოხიასთან დაკავშირებით? ამბობენ: „რეგიონში არსებული ვითარება…“ მაგრამ კოსოვო „რეგიონი“ არ არის, კოსოვო სერბეთია. სირცხვილი თქვენ“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.

ვუჩიჩმა დაასახელა კოსოვოს პრემიერი ალბინ ქურთი, მონტენეგროს პრემიერი მილოიკო სპაიჩი, მონტენეგროს ყოფილი პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი და ხორვატიის პრემიერი ანდრეი პლენკოვიჩი, რომლებიც, მისი თქმით, მისი მოწინააღმდეგეების მხარეს არიან. თავის მხარდამჭერებად კი ჩინეთი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო დაასახელა.

მსგავსი