ალექსანდრ სტუბი – ვაჭრობის, კონფლიქტის, კლიმატის ან ტექნოლოგიების საკითხების მოგვარება მხოლოდ მსგავსი შეხედულებების მქონე ქვეყნებთან ერთად შეუძლებელია

21:01, 13.02.2026
President of Finland Alexander Stubb speaks to the media upon arriving for the meeting of the North Atlantic Council at the level of Heads of State and Government during the NATO summit in The Hague, the Netherlands, on June 25, 2025. (Photo by EMMI KORHONEN/LEHTIKUVA/Sipa USA)   No Use Austria. No Use Switzerland. No Use Czech Republic. No Use Denmark. No Use Finland. No Use France. No Use South Korea. No Use Norway. No Use Poland. No Use Sweden.

ვაჭრობის, კონფლიქტის, კლიმატის ან ტექნოლოგიების საკითხების მოგვარება მხოლოდ მსგავსი შეხედულებების მქონე ქვეყნებთან ერთად შეუძლებელია, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.

ფინეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპას ახლებური მიდგომა უნდა ჰქონდეს თანამედროვე მსოფლიოში.

„არიან ისეთებიც, ვინც მხარს უჭერენ მრავალპოლარულ სამყაროს, რომელიც ტრანზაქციულია, დაფუძნებულია გარიგებებსა და ინტერესთა სფეროებზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო ინსტიტუტების, წესების, ნორმებისა და თანამშრომლობის იდეას. დემოგრაფიული, ეკონომიკური მიზეზების გამო გლობალური სამხრეთი გადაწყვეტს მომდევნო მსოფლიო წესრიგს. როგორ შევქმნათ ღირებულებითი წინადადება? ვცდილობდი, მეთქვა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა ღირებულებებზე დაფუძნებულ რეალიზმზეა დაფუძნებული. ამიტომ უნდა ვიყოთ ერთგულნი ჩვენი ღირებულებების მიმართ, ესენია: ადამიანის უფლებები, ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატია, თავისუფლება, კანონის უზენაესობა, მაგრამ იყავით რეალისტები. ვაჭრობის, კონფლიქტის, კლიმატის ან ტექნოლოგიების საკითხებს მხოლოდ მსგავსი შეხედულებების მქონე ქვეყნებთან ერთად ვერ გადაჭრით“, – აღნიშნა ალექსანდრ სტუბმა.

მსგავსი