ალექსანდრ სტუბი – უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ ნაბიჯები გადადგა, თუმცა, კვლავ რჩება გადაუჭრელი საკითხები
ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ სტუბსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის პრეზიდენტი ავრცელებს.
„გუშინ ჟენევაში უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ ნაბიჯები გადადგა, თუმცა კვლავ რჩება გადაუჭრელი საკითხები.
ნათელია, რომ ევროპა და ნატო მათთან დაკავშირებულ საკითხებს წყვეტენ“, – წერს ალექსანდრ სტუბი სოციალურ ქსელ X-ზე.
Puhuin aamulla puhelimessa @ZelenskyyUa kanssa.
Ukrainan ja Yhdysvaltojen eilen Genevessä pitämissä neuvotteluissa otettiin askelia kohti oikeudenmukaista ja pysyvää rauhaa. Ratkaisemattomia kysymyksiä on yhä.
On selvää, että Eurooppa ja Nato päättävät niitä koskevista…
— Alexander Stubb (@alexstubb) November 24, 2025