ალექსანდრ სტუბი – უკრაინა ომში იმარჯვებს, განაგრძეთ იმის კეთება, რასაც აკეთებთ და მოიგებთ ამ ომს

21:54, 13.02.2026
Finland's President Alexander Stubb talks to the media during a joint statement to the press with German Chancellor Olaf Scholz at the Chancellery in Berlin, Germany, Tuesday, Oct. 22, 2024. (AP Photo/Ebrahim Noroozi)

პუტინმა ომი წააგო, უკრაინა კი იმარჯვებს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

სტუბის თქმით, ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიულად უკვე წააგო, რადგან მას სურდა, უკრაინა რუსეთის ნაწილი გამხდარიყო, მაგრამ უკრაინა, პირიქით, უფრო ევროპული გახდა.

„მას სურდა ნატო-ს გაფართოების თავიდან აცილება, ნატო-ში კი ფინეთი და შვედეთი გაწევრიანდნენ. მას სურდა, რომ ჩვენი სამხედრო ხარჯები შემცირებულიყო და ის 5%-მდე გაიზარდა. რუსეთი ფრონტებზეც აგებს. როდესაც ომი 12 წლის წინ დაიწყო, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 12% დაიპყრო. მას შემდეგ – კიდევ 8%. ბოლო ორი წლის განმავლობაში – 1%. უკრაინელებმა დეკემბერში 44 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. რუსეთს არ შეუძლია ახალწვეულების დაქირავება მათ ჩასანაცვლებლად. ჩემი პასუხია, უბრალოდ განაგრძეთ იმის კეთება, რასაც აკეთებთ და საბოლოოდ გადალახავთ და მოიგებთ ამ ომს“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი