ალექსანდრ სტუბი – ტელეფონით ვესაუბრე ირანის პრეზიდენტს, განვიხილეთ ირანსა და ახლო აღმოსავლეთში ვითარება, სასწრაფოდ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა და დიპლომატიური გადაწყვეტა
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი აცხადებს, რომ ირანელ კოლეგას, მასუდ ფეზეშქიანს ტელეფონით ესაუბრა. მისივე თქმით, ლიდერებმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაზე, ასევე კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაზე ისაუბრეს.
სტუბი ასევე აღნიშნავს, რომ, უთანხმოების მიუხედავად, თეირანთან დიალოგი მნიშვნელოვანია.
„სატელეფონო საუბარი მქონდა ირანის პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან. ჩვენ განვიხილეთ ირანსა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება. სასწრაფოდ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა და დიპლომატიური გადაწყვეტა. ხაზი გავუსვი მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმების შეწყვეტის და ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების აღდგენის აუცილებლობას. უთანხმოების მიუხედავად, მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება“, – წერს ფინეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
I had a call with President of Iran, @drpezeshkian. We discussed the situation in Iran and the Middle East. A ceasefire and a diplomatic solution are urgently needed.
I emphasized the need to end the strikes on neighbouring countries and restore freedom of navigation in the…
— Alexander Stubb (@alexstubb) April 2, 2026