ალექსანდრ სტუბი – „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე ყველა თანხმდება, რომ რუსეთზე ზეწოლა და უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ, ერთად ვაღწევთ პროგრესს მდგრადი მშვიდობისკენ გზაზე
ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ რუსეთზე ზეწოლა და უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ ალექსანდრ სტუბი სოციალურ ქსელ „იქსზე“ წერს.
„მაგიდის გარშემო ყველა თანხმდება, რომ ჩვენ რუსეთზე ზეწოლა და უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ. მადლობა რეჯეფ თაიფ ერდოღანს და მარკო რუბიოს შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებებისთვის. ჩვენ ერთად ვაღწევთ პროგრესს მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე“, – წერს ალექსანდრ სტუბი.
The Coalition of the Willing in support of Ukraine convened today.
Everyone around the table agrees that we must keep up the pressure on Russia and continue supporting Ukraine.
Thank you @RTErdogan and @SecRubio for your insights in the meeting.
We are making progress…— Alexander Stubb (@alexstubb) November 25, 2025