ალექსანდრ სტუბი – ევროპამ და ფინეთმა უნდა აღიარონ, რომ აშშ იცვლება და მისი ადმინისტრაციის იდეოლოგია, რომელიც საგარეო პოლიტიკას უდევს საფუძვლად, ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება

16:59, 04.02.2026

ევროპამ და ფინეთმა უნდა აღიარონ, რომ შეერთებული შტატები იცვლება და აშშ-ის ადმინისტრაციის იდეოლოგია, რომელიც მის საგარეო პოლიტიკას უდევს საფუძვლად, ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი აცხადებს.

მისი თქმით, ნატო-ს ევროპელი წევრები, მათ შორის ფინეთი, ბოლო კვირების განმავლობაში თავიანთი საგარეო პოლიტიკური სტრატეგიების გადახედვაში არიან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიის გამო იანვარში ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობები დაძაბა.

„ჩვენ გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ შეერთებული შტატები ცვლილებებს განიცდის. მისი მიდგომა მოკავშირეების მიმართ, ასევე საგარეო პოლიტიკის წარმოების წესი, იცვლება. აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკას საფუძვლად უდევს იდეოლოგია, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს და ევროპის მნიშვნელობას აკნინებს“, – განაცხადა სტუბმა.

მსგავსი