ალექსანდრ სტუბი - ერთად ვმუშაობთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და მდგრადი მშვიდობისთვის, მომდევნო რამდენიმე დღე და კვირა, შეიძლება, გადამწყვეტი იყოს
ალექსანდრ სტუბი - ერთად ვმუშაობთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და მდგრადი მშვიდობისთვის, მომდევნო რამდენიმე დღე და კვირა, შეიძლება, გადამწყვეტი იყოს

ერთნაირი შეხედულებები და ერთიანობა, მომდევნო რამდენიმე დღე და კვირა, შეიძლება, გადამწყვეტი იყოს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებისა და ევროპელი ლიდერების ვირტუალური სამიტის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა უკრაინის გვერდით ყოველ ნაბიჯზე დგას.

„შესანიშნავი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ერთნაირი შეხედულებები და ერთიანობა. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ცეცხლის შეწყვეტისა და მდგრადი მშვიდობისთვის. უკრაინის გვერდით ვართ ყოველ ნაბიჯზე. მომდევნო რამდენიმე დღე და კვირა, შეიძლება, გადამწყვეტი იყოს“, – წერს ალექსანდრ სტუბი.