ალექსანდრ სტუბი – დროა, ევროპამ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყოს

09:38, 12.05.2026
Finland's President Alexander Stubb talks to the media during a joint statement to the press with German Chancellor Olaf Scholz at the Chancellery in Berlin, Germany, Tuesday, Oct. 22, 2024. (AP Photo/Ebrahim Noroozi)

დროა, ევროპამ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყოს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.

„დროა, რუსეთთან საუბარი დავიწყოთ. როდის მოხდება ეს, არ ვიცი“, – განაცხადა სტუბმა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ვაშინგტონის პოლიტიკა რუსეთისა და უკრაინის მიმართ აღარ შეესაბამება ევროპის ინტერესებს, ამიტომ ევროპამ მოსკოვთან პირდაპირი ურთიერთობა უნდა დაამყაროს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველაფერი უნდა იყოს განხილული ჩვენ შორის, განსაკუთრებით E5-სა (გერმანია, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი) და საზღვარზე მდებარე სკანდინავიურ და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის. იქნება ეს სპეციალური წარმომადგენელი თუ ლიდერთა ჯგუფი“, – აღნიშნა სტუბმა.

როგორც სტუბი ვარაუდობს, „შეიძლება, უკრაინაში მშვიდობა წელს ვერ იყოს მიღწეული“.

მსგავსი