ალექსანდრ სტუბი დონალდ ტრამპს ურჩევს, „გოლფის დიპლომატიიდან საუნის დიპლომატიაზე“ გადავიდეს, რათა გრენლანდიის გარშემო დავა დაარეგულიროს

16:43, 20.01.2026

ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა დონალდ ტრამპს ურჩია „გოლფდიპლომატიიდან საუნის დიპლომატიაზე“ გადავიდეს, რათა გრენლანდიის გარშემო დავა დაარეგულიროს. ამის შესახებ ფინეთის ლიდერმა „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

სტუბმა იმედი გამოთქვა, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შესაძლებელი იქნება გრენლანდიის გარშემო შექმნილი რთული სიტაუციის გადაჭრა.

„ამ საკითხებში მე ნამდვილი ფინელი ვარ. ხანდახან ჯობია, შენელდე, წახვიდე საუნაში, ჩახვიდე გაყინულ წყალში და გადაწყვეტილება მოიძებნება. გოლფის დიპლომატიიდან საუნის დიპლომატიისკენ. რატომაც არა?“ – განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.

მსგავსი