ალექსანდრ სირსკი - რუსმა სამხედროებმა სუმისა და ხარკოვის ოლქებზე შეტევა ფაქტობრივად დაიწყეს
ალექსანდრ სირსკი - რუსმა სამხედროებმა სუმისა და ხარკოვის ოლქებზე შეტევა ფაქტობრივად დაიწყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა სუმისა და ხარკოვის ოლქებზე შეტევა ფაქტობრივად დაიწყეს.

ამის შესახებ ალექსანდრ სირსკიმ უკრაინულ გამოცემა Lb.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა ალექსანდრ სირკსის ჰკითხა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ რუსები სუმისა და ხარკოვის ოლქებზე შეტევას ამზადებენ.

„შემიძლია ვთქვა, რომ პრეზიდენტი აბსოლუტურად მართალია და ეს შეტევა ფაქტობრივად უკვე დაიწყო. რადგან უკვე რამდენიმე დღეა, თითქმის ერთი კვირაა, ჩვენ ვაკვირდებით მტრის შეტევითი მოქმედებების თითქმის გაორმაგებას ყველა ძირითადი მიმართულებით“, – განაცხადა ალექსანდრ სირსკიმ.

როგორც მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა პარიზში ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე თქვა, უკრაინული სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთი სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე ახალი შეტევისთვის ემზადება.